
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მე-15 დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს დღეს საპატიმროში ადვოკატები მოინახულებენ. უფლებადამცველები მასთან სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობიან.
"მასთან გავივლით ყველა სამართლებრივს საკითხს, ასევე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და რა თქმა უნდა, ეს გრანდიოზული აქცია რაც შედგა, ქართველმა ხალხმა, ქართველმა საზოგადოებამ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ვერ აიტანს, ვერ მოითმენს პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას და ამისთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, გვექნება მასთან კომუნიკაც", - თქვა ბექა ბასილაიამ.
უფლებადამცველები ამ დრომდე ელოდებიან, როდის გასცემს საშვს ციხის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმზე, იმისათვის, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნოს.