პენიტენციური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადება არასწორადაა დაწერილი - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმისთვის ციხეში ვიზიტზე უარს განცხადების "არასწორად დაწერით" ხსნის.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, უწყებაში ამბობენ, რომ ექიმი ერთ თვიან ულიმიტო შესვლაზე უფლებას ითხოვს და ეს პროცედურულად არასწორია. 

ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძემ შესაბამისი განცხადებით უწყებას 5 დღის წინ მიმართა.

"ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება პირადი ექიმის მხრიდან იყო არასწორად დაწერილი. მე ვთხოვე მათ, რომ დაუკავშირდნენ და აუხსნან რა პროცედურებია დასაცველი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე, ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას. მე არ მინახავს [ნიკოლოზ ყიფშიძის] განცხადება, პენიტენციური ამბობს, რომ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. თითოეულ შესვლაზე უნდა დიაწეროს ცალ-ცალკე განცხადება, ეს არის მიზეზი", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და მათი წარმომადგენელი მესამე პრეზიდენტთან შესული გუშინაც იყო. ნინო ლომჯარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილთან თვითონაც შევიდეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-15 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი