გავესაუბრები პატიმრებს, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია - ომბუდსმენი რუსთავის მე-17 ციხეში მივიდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გუშინ, ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალახო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატს პატიმრების გარდაცვალებაზე ინფორმაცია შესაბამისმა უწყებებმა გუშინ არ მიაწოდეს და მათთვის მომხადრის შესახებ მხოლოდ დღეს, პენიტენციური სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.

ლომჯარიას თქმით, დამატებით დეტალებზე პატიმრების მონახულებისა და მათთან გასაუბრების შემდეგ ისაუბრებს:

„სამწუხაროდ ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ გარდაცვლილია ორი პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზზე. გაესაბურნენ პატიმრებს, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში სადილის შემდგომ. იქ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჯერჯერობით რაც ვიცი, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისგან. ამიტომ ვნახავ, გავესაუბრები პატიმრებს, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მომხდარზე პენიტენციურის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უწყებაში ცოტა ხნის წინ დაადასტურეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი