იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ პატიმრების კორპუსისკენ ყოფილიყო, მძიმე შედეგი დადგებოდა - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

"ციხეში ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ იმ კორპუსისკენ ყოფილიყო, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დადგებოდა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრა. 

"თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდით არის ეს კორპუსი სასადილოსთან, სადაც ეს ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, რომ ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც იმყოფებოდნენ პატიმრები, გაცილებით მძიმე დაგვიდგებოდა. 

როგორც ამბობენ, ეს იყო მათი ბუნებრივი რეაქცია, რადგან ერთ-ერთი ითხოვდა შიგნიდან შველას, გარდაცვლილი სხვა პატიმრები ცდილობდნენ დახმარებას",- თქვა ნინო ლოჯარიამ

ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მომხდარზე პენიტენციურის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ 
განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უწყებაში ცოტა ხნის წინ დაადასტურეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი