გამანადგურებელი ხანძარი რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სტიქიის პირიპირ მარტო დარჩენილი მსჯავრდებულები. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რასაც 2 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი. ციხის ადმინისტრაციის მტკიცების მიუხედავად, დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ ხელმძღვანელობამ რეაგირება დააგვიანა, და ერთი საათის განმავლობაში მსჯავრდებულები თავად ცდილობდნენ ცეცხლმოკიდებული შენობიდან პატიმრების გადარჩენას.
ეს არ არის ერთადერთი გადაცდომა, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ომბუდსმენს, ისევე როგოც საზოგადოებას, დაუმალა ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ. ლომჯარია ასევე კიითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ციხეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რას შეეწირა მსჯავრდებულთა სიცოცხლე, უბედურ შემთხვევას თუ ციხის ადმინისტრაციის დაუდევრობას.
იხილეთ ასევე: