5-დღიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის ციხეში ხვდება - გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამედიცინო კონსილიუმზე მიიღეს. 5-დღიანი ლოდინის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძე საკანში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. 

საქართველოს პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, სამშაბათს შეიკრიბება მულტიფუნქციურ 
მედიკოსთათა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოიპოვებს.

კონსილიუმზე ექიმებმა უკვე იმსჯელეს, თუმცა, გაირკვა, რომ ისინი განხილვას იმ ანალიზების საფუძველზე აწარმოებდნენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შესვლის წინ ჩააბარა. როგორც აღმოჩნდა, ექიმებისთვის რთულია იმაზე მსჯელობა, რამდენად მძიმეა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, არ უშვებდნენ. კონსილიუმი ჯანდაცვაში - პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან ისევ ვერ შედის.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  მიზეზი ყიფშიძისგან განცხადების არასწორი ფორმით დაწერაა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი