მიიღებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე უფლებას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი უცნობია. ექიმი თანხმობას უკვე 5 დღეა ელოდება. 

ჯანდაცვის სამინისტროში კი ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში ტარდება და ჯერჯერობით უცნობია, შევლენ თუ არა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც უკვე მე-15 დღეა შიმშილობს. 

პირადი ექიმისთვის დაწესებულ ბარიერებსა და პოლიტიკურ სარჩულზე  საუბრობს უფლებადამცველი, ბექა ბასილაიაც. 

"პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და უსინდისობაა. ჩვენ როდესაც მოვითხოვეთ ნიკა ყიფშიძის ვიზიტი ეს ვიზიტი განხორციელდა  და ამის შემდეგ განაცხადეს, რომ ყოველ ჯერზე დაიწეროს ახალი განცხადება.

მითითება, რომ განცხადებაში მთელი თვით შესვლას რატომ ვითხოვთ, ან ყოველდღე შესვლას რატომ ვითხოვთ, განცხადების დახარვეზება, ბიუროკრატული ლაფსუსიც კი არ არის, ეს არის უსინდისობა. 

აქ არ არის ექიმებზე ან ციხის ადმინისტრაციაზე საუბარი, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებაა და მოდის ღარიბაშვილის მხრიდან",- ამბობს ბექა ბასილაია 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის  ციხეში მე-15 დღეა შიმშილობს. 

ამავე თემაზე:

პენიტენციური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადება არასწორადაა დაწერილი - ლომჯარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი