ანა დოლიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს. განცხადება პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააკეთა.
დოლიძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ მათმა მხარდამჭერებმა არჩევანი თავად გააკეთონ.
"პარტიის მმართველობითმა ორგანომ და მე მისმა თავმჯდომარემ გადავწყვიტეთ, თავი შევიკავოთ მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრებისა და მხარდამჭრების თავისუფალ არჩევანს - თვითონ გადაწყვიტონ, როგორ და რა ფორმებში და როდის არის წინსვლა და ცვლილება საუკეთესო მათთვის და მათი ოჯახებისთვის", - თქვა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.