სუს-ის ფაილები: ლაშა ჟვანიას შვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და თადუმაძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

სუს-იდან გამოჟონილ 50 000-მდე ფაილში არის ერთი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც მაშინდელ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეეხება. თადუმაძემ სავარაუდოდ ერთი ზარის შემდეგ  მძიმე პასუხისმგებლობას განარიდა ახალგაზრდა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი ქართულ ოცნებასთან იყო დაახლოებული.  

ზარის ავტორი ლაშა ჟვანიაა, დღეს ისრაელში საქართველოს ელჩი, რომლის თხოვნაც თადუმაძემ გაითვალისწინა და საქმეც ჩაიფარცხა.

ლაშა ჟვანიას შვილი 2018 წლის 26 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალ ექოვეივისის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით  დააკავეს. 

გავლენიანმა მამამ 27 აგვისტოს ჯერ პარლამენტის მაშინდელ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას დაურეკა, რომელსაც  ანაკლიაში ჩასვლა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა თხოვნა შეასრულა.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ჩანაწერებში დეტალურად არაფერი წერია,მაგრამ ამ ფაქტს ლაშა ჟვანიასა და მის  ყოფილ მეუღლეს შორის საუბარი ადასტურებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი