ვინ შედის და როგორ ნაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ცესკომ თბილისის პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულოში არჩეულია 50 წევრი - 40 პროპორციული წესით, ხოლო 10 – მაჟორიტარულით.

თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება  – 19
  • ნაციონალური მოძრაობა – 13
  • „საქართველოსთვის“ – 4
  • ლელო – 2
  • ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ – 1
  • ანა დოლიძის „ხალხისთვის“ – 1

10 მაჟორიტარული ოლქიდან თბილისის 9 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, მეორე ტურია მხოლოდ საბურთალოზე, სადაც "ოცნებიდან" ავთანდილ ცინცაძემ 38.16% მიიღო, ხოლო ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ბორის ყურუამ – 14.34%.

„ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით გასული დეპუტატები არიან:

  • ლევან ჟორჟოლიანი
  • ოთარ გრიგოლია
  • თინათინ ნიბლოშვილი
  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • ნიკოლოზ კახეთელიძე
  • ნინო ვარდოსანიძე
  • აკაკი ალადაშვილი
  • გიორგი ახვლედიანი
  • ნინო რუხაძე
  • ლევან აბაშიძე
  • გურამ ოქროპირიძე
  • ანა კაკაბაძე
  • ვლადიმერ ბოჟაძე
  • ალექსანრდე ხუჯაძე
  • მარიამ ზაქარიაშვილი
  • ლევან დავითაშვილი
  • შალვა ობგაიძე
  • ნათია მოდებაძე
  • ლევან არველაძე

მაჟორიტარები, რომლებიც "ოცნებას" წარმოადგენენ:

  • ზურაბ აბაშიძე (მთაწმინდა)
  • ლევან ჯაფარიძე (კრწანისი)
  • გიორგი ტყემალაძე (ვაკე)
  • ზურაბ ჩიკვილაძე (ჩუღურეთი)
  • ირაკლი ხელაძე (ნაძალადევი)
  • გივი ჩხარტიშვილი (დიდუბე)
  • კახაბერ ლაბუჩიძე (ისანი)
  • რევაზ სოხაძე (სამგორი)
  • კონსტანტინე ზარნაძე (გლდანი)

„ნაციონალური მოძრაობიდან“ (პროპორციულით) საკრებულოში შედიან:

  • სოფიო ჯაფარიძე
  • თორნიკე ბიკაშვილი
  • ანა გოგოლაძე
  • ირაკლი ეძგვერაძე
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლილე ლიპარტელიანი
  • მამუკა გუგეშაშვილი
  • მიხეილ კაკაურიძე
  • ნინო კვიტაიშვილი
  • შოთა გრიგოლია
  • გიორგი ონიანი
  • ბარბარიძე ჯიმელი სულაშვილი
  • ზვიად კუპრავა

„საქართველოსთვის“ (გახარიას პარტია):

  • ლევან დოლიძე
  • ზაზა თავაძე
  • სალომე კობალაძე
  • გიორგი შარაშიძე

ლელო:

  • ბადრი ჯაფარიძე
  • საბა ბუაძე

"გირჩი -მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე):

  • თენგიზ კირთაძე

ანა დოლიძე – "ხალხისთვის":

  • ალექსანდრე რატიშვილი

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართა, არჩევნების მეორე ტური კი 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი