ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონი და ამერიკის საელჩო საქართველოში ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კელი დეგნანმა განუცხადა.

ამერიკის ელჩმა გუშინ ოპოზიციასთან დახურული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ელჩმა ყურადღება არჩევნების მეორე ტურებსა და საარჩევნო გარემოზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, დარჩენილი ორმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. 

"სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ ვაშინგტონში და ჩვენი საელჩოც მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული და პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეებისა და პლატფომების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქვა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, რომ კანდიდატებს მოუსმინონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი",- თქვა კელი დეგნანმა.  

ცნობისთვის, გუშინ სასტუმრო "რუმსში" დიპლომატებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მეორე ტურები  იყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი