ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს სტუმრობს. ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს ფარგლებში დღეს, 18 ოქტომბერს ჩამოვიდა.
ვიზიტის მთავარი მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის.
"ნატოს კარი ღიაა, ახლა მთავარია ქვეყნებმა აუცილებელი ცვლილებები განახორციელონ"- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების უწყების ვებ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
ოსტინი პრემიერმნისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება