
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ვენაშიც შეიკრიბნენ. პროტესტის ეპიცენტრი იყო ეუთოს შტაბბინა, სადაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს. მთავარი გზავნილი რეპრესიული რეჟიმის დასრულება და "ოლიგარქის დანაშაულებრივი გეგმიდან" საქართველოს დახსნაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს.