გადამწყვეტი მეორე ტურის წინ ოპოზიცია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებსა და ხედვაზე ანზორ მელია ესაუბრა. მერობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის მოსახლეობას შეხვდა.
" 9 წელის ჩვენ ვწვალობთ, არაფერი არ არის ჩვენთვის ამ მთავრობით. იყო სააკაშვილი მოგვცა გზები, მოგვცა სინათლე, ქურდები დაგვაშორა, ყველაფერი კარგი იმან მოიტანა. ანზორ მელიას არ უნდა ფული, ამათ რომ უნდათ",- ამბობს ნუნუ ჯოლოხავა ადგილობრივი.
ანზორ მელია ზუგდიდში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"ყველა ბრძოლის ჟინით არის შებყრობილი და რაც მთავარია, მეც. როგორც არასოდეს ისეთი ბრძოლისუნარიანი ვარ. ამათ უსინდისობას საზღვარი არ აქვს. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიმარჯვო და არ მივცემ უფლებას გააყალბონ არჩევნები. ყველანი დავდგებით იმ საარჩევნო კომისიის წინ და დავიცავთ ჩვენს ხმებს",- ამბობს ანზორ მელია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.