
"ევროპული საქართველო" სარეკლამო კომპანია "ალმას" წინააღმდეგ - ოპოზიციური პარტია სარჩელით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქმე ეხება წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით "ცხოველების ფერმის" ბილბორდებს, რომელიც კომპანიას პარტიამ დაუკვეთა. ხელშეკრულება შედგა, თუმცა "ალმამ" პირობები სამჯერ შეცვალა.
საბოლოოდ სარეკლამო კომპანიამ "ევროპული საქართველოს" მიერ დაკვეთილი ბილბორდების გაკვრაზე უარი თქვა. ამავდროულად წინასაარჩევნოდ ქალაქში მედიამენეჯეერბისა და ოპოზიციონერი ლიდერების გამოსახულებით "სისხლიანი ბანერები" წარმატებით გამოფინა.