"მოუთმენლად ველი აქ ჩემს შეხვედრებს" - აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ აქ გასამართ შეხვედრებს მოუთმენლად ელის. ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

"შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში წინსვლაში. მე მოუთმენლად ველი აქ ჩემს შეხვედრებს", - წერს ლოიდ ოსტინი.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის მთავარი მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი