ენგურჰესის ხელმძღვანელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოკუპანტებთან, რომ მეორე ტურისთვის ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი - წითლიძე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ენგურჰესის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, საოკუპაციო ხაზი ჩაიკეტოს:

"იცნობდეთ:

ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია (ასევე ქართული ოცნების წევრი და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან წალენჯიხაში)

ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია (ცოლი დარეჯან დადიანი საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან წალენჯიხაში)

მონაწილეობენ მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში და ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხელისუფლების სახელით რუს ოკუპანტებთან რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა." წერს ანი წითლიძე

საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას ენგურის ხიდი არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერსაც ჩაუკეტა
 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი