ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთი უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ხელშეკრულებას - ლოიდ ოსტინი 3+3-ზე

გამოქვეყნდა:

შეთანხმება  გაფორმებულია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. შეთანხმება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი ამერიკის თავდაცვის მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოაწერა. 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამერიკა უდასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მისი თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს დემოკრატია. 

"საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მისი ნაწილი დატვირთვისა, იმისათვის, რომ გამოიყენოს აშშ-მ მხარდაჭერა. გააძლიეროს დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებისათვის",- თქვა ლოიდ ოსტინმა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი მყარი პარტნიორობის დასტურია. 

"მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას",- თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

"მთავარი არხის" კითხვის საპასუხოდ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ე.წ. 3+3 ფორმატზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პროექტი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. 

" რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს",- აღნიშნა ოსტინმა

ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი დღეს საქართველოს პერმიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი