თამარ ჟვანია უზბეკეთში "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" დირექტორად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზბეკეთში "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) დირექტორად დაინიშნა. ორგანიზაცია ამერიკულია და ჟვანიას შესახებ ინფორმაციას საიტზე აქვეყნებს. 

IFES წერს, რომ ჟვანიას ორგანიზაციის ყოველწლიური Joe C. Baxter-ის ჯილდოს მფლობელია, რომელიც მას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის 2017 გადაეცა.

ცნობისთვის, თამარ ჟვანია 2020 წლის არჩევნების შემდეგ, 30 ივნისს გადადგა. მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ არც პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე წასვლას არ აპირებდა. ჟვანია ოპოზიციის დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და გადადგომასაც ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი