მთავრობა საჯარო მოხელეებს დისტანციური მუშობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურების თანამშრომლებს მუშაობის დისტანციურად გაგრძელებისკენ მოუწოდებს. სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების, მათ შორის სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომელმა მუშაობა სამსახურებში მისვლის გარეშე უნდა გააგრძელოს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში, - ნათქვამია სპეციალურ განცადებაში.

ბიურო აღნიშნავს, რომ რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება დისტანციურ რეჟიმში შეუძლებელია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი