რა მოიმოქმედეთ, როცა დავადასტურე, რომ თქვენ კოლეგას უკანონოდ უსმენდნენ - ხაზარაძე კუჭავას

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია, რომლის უკანაც ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დგას. მან პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ მოიმოქმედა არაფერი, როცა მისმა კოლეგა დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ უსმენდნენ. 

"მე მინდა მივმართო ბატონ კახა კუჭავას. მე გახლავართ თქვენი კოლეგა ბატონო კახა, რომელმაც ხმამაღლა დააფიქსირა 19 შემთხვევა ჩემი ჩანაწერების, მერე მივიდა პროკურატურაში და იქ 40 ჩანაწერი დავადასტურე, რომ ეს არის ავთენტური დე მე მქონდა ყველა, 40-ვე საუბარზე შემთხვევა. ახლა არ მითხრათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მე გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რა მოიმოქმედეთ იმისათვის, რომ თქვენი კოლეგა, რომელსაც უსმენენ უკანონოდ, ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც დადასტურებულია, რატომ არ გამოიძახეთ აქ ის პასუხისმგებელი პირები, რომ პოლიტიკურად გაგერკვიათ და კითხვები დაგვესვა ყველას, რომ ესენი გვისმენენ, თუ უკანონოდ გვისმენს რომელიმე სხვა სახელმწიფოს სამსახური", - განაცხადა მან პარლამენტში.

მისივე თქმით, ახლა სადაც ვცხოვრობთ არა სახელმწიფო, არამედ "დამორჩილებული ადამიანების" ნაწილია, რომელსაც ხმის ამოღების ეშინია. 

კუჭავამ პასუხად აღნიშნა, რომ თუ გამოძიება რაღაც ეტაპამდე არ მივიდა, პარლამენტი ვერ დაადგენს ვინ იდგა მოსმენების უკან. მისივე თქმით, "ყველა კითხვას პასუხი გაეცემა".

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი