
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექიმთა კონსილიუმი გადაწყვეტს, რომ სასიცოცხლო პარამატრების შესანარჩუნებლად მისი გადაყვანა კლინიკაში აუცილებელია, წინააღმდეგობა არ ექნებათ.
ამასთან, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ შიშის გამო უარი თქვას მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე ის ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა უნდა დაველოდოთ ალბათ კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად გამოჩნდება, თუკი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუციელებლი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა, ან საერთოდ საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აქ იქნება.
თუმცა, აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც და გადაწყვეტიელბაზე, არაა გამორიცხული ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როცა კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად ციხის საავადმყოფოში მოათავსონ", - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საჭიროების შემთხვევაში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს.