
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა გაუგებარია, რადგან მესამე პრეზიდენტს "მოთხოვნა არ აქვს".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს "მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა".
"საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როცა მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშლობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე მახსოვს 35 წლიანი ისტორია საქართველოში შიმშილობების, არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს რა, ჩანს ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე აზრით, ამას მესამე პრეზიდენტი იმის გამო "ვერ ახერხებს", რომ "თავადაც კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი".
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-19 დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და შიმშილობს.