ზემო გურჯაანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთეს მოკლული ცოლ- ქმრის ოჯახის წევრებმა. ზარდიაშვილების რძალი ირწმუნება, რომ სავარაუდო დამნაშავეს, რომელიც მათი უახლოესი ნათესავია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ოჯახი ამ მიზეზით გაიმეტა.

მისივე მტკიცებით, მიწის ნაკვეთზე და არც სხვა რაიმე თემაზე მხარეებს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ. შეგახსენებთ, მკვლელობა ზემო გურჯაანში, დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრები ცოლ- ქმარი, მერი და გურამ ზარდიაშვილები მიწის ნაკვეთზე არსებული დავის გამო მოკლა.

მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, პოლიციამ მალევე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარდიაშვილს, 16 დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 ავტორი: ია გულიაშვილი 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი