რუსეთი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას სთხოვს

გამოქვეყნდა:

თბილისში რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვის საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს - ინფორმაციას ამის შესახებ Ria Novosty ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა.

"ინტერესთა განყოფილებამ (რუსეთის ფედერაცია შვეიცარიის საელჩოში საქართველოში - რედ.) გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით მიეწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ასევე როგორც აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევა, მათ შორის გარდაცვლილი მამის ცხედრის სწრაფი გადაცემის საქმეში, ” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი. 

ახალგაზრდა ქალს, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. ღამის პირველის ნახევარზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით ესროლეს. დაჭრილი ქალი შველას ითხოვდა, თუმცა თავდასხმიდან რამდენიმე წამში ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი