
ამ წუთებში ევროკავშირის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები მიდიან. დღევანდელი შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, მოახლოებული არჩევნების მეორე ტური და პირველ ტურში გამოვლენილი დარღვევები იქნება.
ევროკავშირის ოფისში უკვე მივიდა სამართლიანი არჩევნების ხელმზღვანელი ნინო დოლიძე.
"სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით იქნება საუბარი. პრიველ ტურზეც არ იყო ნაკლები აგრესიული კამპანია, რაც ვიხილეთ, თუმცა რა თქმა უნდა მეორე ტურზე ეს არის გამძაფრებული, ფაქტიურად ორ პოლიტიკურ პარტიას შორის რჩება უმეტეს ქალაქებში მეორე ტური, ამიტომ ვხედავთ უფრო გამძაფრებულ პოლარიზაციას და დაპირისპიერბას, მათ შორის სოც.ქსელების საშუალებით, სადაც ესეთი ვიდეობიც გავრცელდა", - თქვა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს 20 ქალაქში მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.