გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში - მესამე პრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მეოცე დღე რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მივიდნენ. დღეს გახდება ცნობილი დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მედიკოსთა კონსილიუმის გადაწყვეტილებას და გადაიყვანენ თუ არა მას კლინიკაში.

"დღეს ვისაუბრებთ, ცხადია სამედიცინო მანიპულაციებთან ზოგადი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა, თუმცა, კონკრეტულად გუშინდელ რეკომენდაციაზე მის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით აქამდე არ გვისაუბრია. მას შემდეგ რაც მოვინახულებთ, სხვა თემებთან ერთად, ალბათ ამასაც განვიხილავთ, შევძლებთ დავაფიქსიროთ მისი სახელით პოზიცია", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციაა მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანონ. იუსტიციის სამინსიტრომ განაცხადა, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდება, თუ ამაზე თანხმობას მესამე პრეზიდენტი განაცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი