"ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ გუშინ ღამე, ორთაჭალაში მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დოლიძის ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

"ჯგუფი ახალგაზრდების თავს დაესხა ჩემს თანამშრომელს, ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. ერთადერთი, რამაც ისინი გააჩერა იყვნენ გამვლელი მოქალაქეები, რომლებმაც შეაჩერეს ეს ბიჭები. მან მიიღო დაზიანებები თავში, მუცლის არეში. 

არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის", - თქვა ანა დოლიძემ. 

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოძრაობა " ხალხისთვის " გუნდის წევრებზე ეს პირველი თავდასხმა არ არის, მოძალადეები კი ამ დრომდე დასჯილები არ არიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი