სასამართლომ "ოცნების" წალკის მერობის კანდიდატი და კომისიის წევრები 2000-2000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ "ქართული ოცნების'' წალკის მერობის კანდიდატი და საარჩევნო კომისიის წევრები 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი წერს, რომ დამკვირვებელმა მონიტორინგისას გამოავლინა წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა. წალკის 25-ე საარჩევნო ოლქის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მხრიდან.

განცხადებაში წერია, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ილია საბაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ განთიადის მოსახლეობასთან აგიტაციას ახორციელებდა 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრების მონაწილეობით. 

წალკის მაგისტრატმა მოსამართლემ 2021 წლის 18 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საჩივარი, რომელშიც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა საჩივრის მოთხოვნა - სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო როგორც მერობის კანდიდატი, ასევე წალკის 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. - წერია განცხადებაში.

 ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი