ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულების აღკვეთის პროცესი მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პროკურორთან დაპირისპირების გამო, ერთ-ერთი ბრალდებული ბაჩუკი ლატარია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

სამივე ბრალდებული ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციამ მათზე იძალადა.

გაუშვებს თუ არა მოსამართლე მათ პატიმრობაში ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. მკვლელობისსაქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი