ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა. 

უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ელგუჯა ცომაიას,რომელსაც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ,  საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის დაუმძიმდა ბრალი, ხოლო გიორგი ნამორაძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიასთვის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე: 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი