პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალს წარუდგენს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები - განცხადებას ამის შესახებ, მთავარი საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს. 

გარდა ამისა, ბრალი დაუმძიმდა ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც დააკავეს მესამე პრეზიდენტი.

პროკურატურის განცხადება სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი