მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს თანაგრძნობა გამოუცხადა

გამოქვეყნდა:

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომე I-მა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. გარდა ამისა, ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

თეოლოგი მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შევხდა.

"პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი, იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათაშორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე", - თქვა გოჩა ბარნოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქმა იკითხა, რა ხდებოდა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი