თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში - მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულებაში გადაიყვანენ. მისი განმარტებით, მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში იზოლირებული იქნება და რაც მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ყველაფერს გააკეთებენ.

"რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება და ბუნებრივია, იქ არის ამჟამად განთავსებული. მე გუშინაც ვთქვი და რამდენჯერმე გავიმეორე, იმ შემთხვევაში თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულებაში, ეს არის სამკურნალო. [...] 

რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი არის ის, რომ დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

მინისტრი განმარტავს, რომ ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და მიდგომა ერთნაირი იქნება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21-ე დღეა შიმშილობს. მას პირადი ექიმი დღეს მოინახულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი