
კონგოში, ასობით სკოლის მოსწავლე პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.
მოსწავლეები ტოტებს აქნევდნენ და სკანდირებდნენ - "სწავლა გვინდა", "თუ არ ვისწავლით, ნარკოტიკს მივიღებთ".
მსგავსი პროტესტი გაიმართა ასევე ჩრდილოეთ კივუს რეგიონში, ქალაქ ბენის მერიაში.
მასწავლებლები 4 ოქტომბრიდან, სასწავლო წლის დასაწყისიდან, გაფიცულები არიან და სხვა საკითხებთან ერთად, ხელფასების ზრდასა და საპენსიო ასაკის შემცირებას ითხოვენ.
მთავრობამ გაფიცვის ორგანიზებაში რელიგიური ჯგუფების ლიდერები დაადანშაულა, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას აკონტროლებენ. თავად რელიგირური ლიდერები ფაქტს უარყოფენ.