"ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი "ნორმალური არაა" და მან ხელისუფლების ამომრჩეველს კარგი საჩუქარი გაუკეთა 1 ოქტომბერს, ციხეში შესვლით.

"ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. როგორ შეიძლება, რომ ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს რომელიმე ადამიანს. მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენი სირცხვილია, ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია, ჩაგრავდა ჩვენ მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს. ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში, რა ვქნათ, ეს არის რეალობა, რა თქმა უნდა, კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენ ამომრჩეველს 1 ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადა და თქვა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი