პარამეტრები მისი ანალიზებიდან გაუარესებულია და ნებისმიერ დროს შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს-ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მორალური სიმტკიცე აძლევს მხნეობას, რომ ჩამოვიდეს ადვოკატებთან, მაგრამ პარამეტრები მისი ანალიზებიდან არის გაუარესებული და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მდგომარეობა დამძიმდეს- ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსება არის კატეგორიულად მიუღებელი.

უფლებადამცველი მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, გენინსპექციის დაწყებულ მოკვლევასაც გამოეხმაურა.

როგორც დიტო საძაგლიშვილი ამ ფაქტზე ამბობს, სავარაუდოდ, ამ მოკვლევას არანაირი გაგრძელება არ ექნება და შედეგიც არ დადგება. 

დიტო საძაგლიშვილმა სამთავრობო მედიაში გავრცელებულ მასალებზეც ისაუბრა:

"ღიმილისმომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტვ "იმედს" მასალები. ცხადია, რომ ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა გადაცემა, როგორც თავად ტვ "იმედი" ამბობს. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივია, ინფორმაცია საერთოდ რა მასალაა, მაგრამ "იმედი" ამტკიცებს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან არის, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.",- თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 22 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი