"რომი ვატიკანის, პარიზი კი ეიფელის კოშკის გარეშე" - ევროპელი ლიდერები მერკელს ემშვიდობებიან

გამოქვეყნდა:

ანგელა მერკელს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ემოციური გაცილება მოუწყვეს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც ანგელა მერკელისთვის, როგორც გერმანიის კანცლერისთვის, 117-ე და ბოლოა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროპელი ლიდერების შეკრება მერკელის გარეშე იგივეა, რაც „რომი ვატიკანის, პარიზი კი ეიფელის კოშკის გარეშე".

მიშელმა მერკელს "ევროპული პროექტის კომპასი" და "მანათობელი შუქურაც" უწოდა.

"შეიძლება ითქვას, ის სიმშვიდის თავშესაფარი იყო ევროკავშირში. ის უდავოდ დიდი ევროპელია“,- განაცხადაავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი