თავისუფლება მიშას - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გაიმართა. ქართველი ემიგრანტები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს.