შეიძლება კონსილიუმის მიმართ ხელისუფლების ზეწოლაზე კითხვები გაჩნდეს - ბექა ბასილაია ფაღავაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ზურაბ ფაღავას გადაწყვეტილება კონსილიუმის დატოვების შესახებ კითხვებს აჩენს - ხომ არ არხდენს ზეწოლას ხელისუფლება კონსილიუმის გადაწყვეტილებებზე. 

ამ თემაზე ბასილაიამ კომენტარი მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლამდე გააკეთა.

"მე ეს განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ერთი ხელის მოსმით, რამდენიმე დღის წინ კონსილიუმში იმყოფებოდა ეს ადამიანი და იყო ერთ-ერთი წამყავნი წევრი კონსილიუმის, ამან შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსილიუმზე ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. 

ამ დრომდე მე პირადად არ მქონდა საფუძველი, რომ ექიმთა ჯგუფის კეთილსინდისირებაში დავეჭვებულებიყავი, და ეს აჩენს კითხვას, ხელისუფლება ხომ არ ახორციელებს ზეწოლას მათზე რომ მიიღონ მათთვის სასარგებლო და სასურველი რეკომენდაციები, ფაღავას გადაწყვეტილება შეიძლება ამ კონტექსტში წავიკითხოთ, თუმცა ინფორმაციას დეტალურად არ ვფლობ", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, თავად ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.  მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იცრუა, როდესაც ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში არ განიხილებოდა და ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი