
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა
„ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია, ხოლო რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო - ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, წერია, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.