"მოგიწვევთ აუცილებლად" -ტიკარაძე არ პასუხობს შეკითხვას, როდის აპირებს მეორედ აცრას

გამოქვეყნდა:

"თქვენ მოგიწვევთ აუცილებლად მეორედ აცრაზე" - ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ისევ არ პასუხობს კითხვას, როდის აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს. მისივე თქმით, მეორე დოზის გაკეთება "არ დაუგვიანია".

"შეგატყობინებთ, იცით რა არის, საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია ეს არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი, არ შეიძლება ამის გასაჯაროვება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

"მთავარი არხის" კითხვას, მაშინ რატომ მიიწვია მედია მინისტრმა პირველი დოზით აცრის დროს ტიკარაძემ უპასუხა - "იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს ადამიანის უფლებას".

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი