"არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში" | ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და შიმშილობის კონტექსტში მისი მდგომარეობა ნორმალურია. როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს - პასუხები ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში... არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში... ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი..." - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი