ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში ორგანიზებული კრიმინალი დაამარცხა, აღმოჩნდეს დაწესებულებაში, სადაც ასეულობით კრიმინალური მუხლით გასამართლებული პირი იხდის სასჯელს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი, ადამიანი, რომელმაც რეალურად საქართველოში ალაგმა ის განუკითხაობა, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული სუფევდა, უნდა აღმოჩნდეს იმ ციხეში, სადაც იმყოფება ასეულობით სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული პირი, ეს არის სრულიად დაუშვებელი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებას. ჩვენ მაქსიმალურად საზოგადოების ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებით და ქართული საზოგადოების აქტიურობით, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსების რეკომენდაციას იძლევა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი პირადი ექიმისა და ადვოკატებისთვის, რადგან მე-18 ციხის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვისაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი