არ დავუპირისპირდები მათ, ვისაც პოლიტიკაში წამყვანი ადგილი უკავიათ - გამყრელიძე ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის არასდროს არავის უპირისპირდება და არც ახლა აპირებს ისეთ ადამიანებთან დაპირისპირებას, რომლებიც პოლიტიკაში წამყვან თანამდებობებზე არიან. 

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ მოახერხა პრემიერის დარწმუნება სავალდებულო ვაქცინაციაზე და არის თუ ღარიბაშვილის პოზიცია გათვლილი არჩევნების მეორე ტურებზე.

"პირველი, ამირან გამყრელიძე არავის არასდროს არ უპირისპირდება. მითუმეტეს იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია არ ვაკეთებ და მითუმეტეს პოლიტიკურ პიროვნებებს და ადამიანებს ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ. მე მათ არ დავუპირისპირდები, ამიტომ ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება. საკოორდინაციო საბჭო იმიტომაა კოლეგიალური ორგანო, მულტისექტორული, რომ იქ თავისუფლად გამოთქვამს ყველა თავის მოსაზრებებს", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს, თუმცა მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია.

რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი