"მივმართავთ ცენტრ ემპათიას, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება" | ნიკა გვარამიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ცენტრ "ემპათიას'' და მარიამ ჯიშკარიანს, მიმართავს თხოვნით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით ალტერნარტიული კონსილიუმი გააკეთონ.

რაც შეეხება კონსილიუმს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მე უკვე გითხარით, ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და მივმართავ, პირდაპირი ეთერიდან ცენტრ 'ემპათიას'' და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთონ ალტერნარტიული კონსილიუმი, ორგანიზება საკუთრი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და თუ სურთ იმ ექიმებს, მონაწილეობის მიღება ვინც ამ კონსილიუმში არის დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს,იუსტიციის მინისტრი და გაურკვეველია თუ რატომ იღებს, რა კვალიფიკაცია აქვს მას ამისი, სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და შესაბამისად სრულიად გაუგებარია რა ეს ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციალური დაწესებულება არ ითვალისწინებს - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ასევე იხილეთ : 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი