
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. საქალაქო სასამართლოში გამომძიებელ ზურაბ ბერუაშვილსა და ორ ექსპერტს დაკითხავენ. ბერუაშვილი ის გამომძიებელია, რომელიც გიორგი რურუას საქმეს აწარმოებდა.
დაცვის მხარე გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შუამდგომლობის დაყენებას დღეს არ აპირებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროცესის მიმდინარეობისას რაიმე ახალი გარემოება არ გამოიკვეთება.
გაგრძელდება გიორგი რურუას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. კერძოდ, დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, ამ საქმის გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი და ასევე, ორი ექსპერტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება გიორგი რურუას უდანაშაულობა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ანუ მისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება. გიორგი რურუა ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ არის "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, - აცხადებს რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.