სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერის საშუალებით ის თავად ავრცელებს. 

სომხეთის მთავრობის ლიდერის თქმით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ის მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან განაგრძობს. 

ბოლო მონაცემების თანამხად, სომხეთში კოვიდ 19-ის 9282 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი