ბათუმიდან თბილისში სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კოლონას გამოყვა მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბარაბაძეც. ბარაბაძე, "მთავართან" საუბარში ყვება, რომ "ქართული ოცნების" მობილიზებული კოლონა დილის ექვსის ნახევარზე დაიძრა და მათ დაპირებულ ფულს ადგილზე დაახვედრებენ.
მისივე თქმით, "ოცნების" ძალის დემონსტრირების აქციას აჭარიდან, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებიც უერთდებიან.
"ექვსის ნახევარზე მოვდივართ ხვალე, მე სპორტის სამინისტროსთან ერთად მოვდივარ და უბნის ბიჭები სხვა კიდო. [ფულს] ადგილზე მოგცემთო, რომ მივალ მეცოდინება რამდენია და ხელს მოვაწერ", - თქვა ვახტანგ ბარაბაძემ.
ამავე თემაზე: