
გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხელისუფლება საპროტესტო აქციით ქუჩაში გადის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად გამართული, ბოლო დროის უპრეცენდენტოთ ხალხმრავალი აქციის შემდეგ "ქართული ოცნება" კონტრაქციას დღეს, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართავს.
ხელისუფლების საპროტესტო აქციის გამო უკვე 12 საათია დედაქალაქის ცენტრი პარალიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირებს ავტომობილებისგან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ათავისუფლებდნენ. მიზეზი - რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი პარტიული აქტივისტებისა და საჯარო მოხელეებისთვის ადგილის წინასწარ მოსუფთავებაა.
"მანქანებს ვასუფთავებთ, დავალებაა. ვერ გეტყვით ვერაფერს, სუფთავდება ტერიტორია", - უთხრეს "მთავარის" ჟურნალისტს პატრულის თანამშრომლებმა.
გადაადგილების შეზღუდვამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობასაც.